რა არის ევროპის მიკროსაფინანსო დღე?

ევროპის მიკროსაფინანსო ქსელი და მიკროსაფინანსო ცენტრი წელს უკვე მეორედ აწყობენ ევროპის მიკროსაფინანსო დღის აღნიშვნას.

ამ მიზნით, ისინი საკუთარ წევრებს მოუწოდებენ თავიანთ ქვეყნებში გაავრცელონ ინფორმაცია მიკროსაფინანსო სექტორის საქმიანობის შესახებ. ასევე მოაწყონ : ვორკშოპები, დებატები, მასტერ-კლასები , გამოფენები, და სხვ. ამ დღეს განხორციელებული აქტივობები გაშუქდება როგორც ადგილობრივ მედიაში, ასევე Europian Microfiance Network და Microfinance Center-ის მიერ.
27 ოქტომბერს, ბრიუსელში მოეწყობა შემაჯამებელი ივენთი და გაანალიზდება როგორც სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები , ასევე განხილული იქნება სექტორის განვითარებისთვის საჭირო საკითხები.

ამ ღონისძიებების მიზანია ევროპაში მიკროსაფინანსო სექტორის ცნობადობის ზრდა და მისი განვითარების ხელშეწყობა.

ევროპის მიკროსაფინანსო დღე საქართველოში

ევროპის მიკროსაფინანსო დღის აღნიშვნის მიზანია საქართველოში მიკროსაფინანსო სექტორის ცნობადობის ზრდა და მიკროსაფინანსო სექტორის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში. ასევე - ახალი შესაძლებლობების შეთავაზება მათთვის, ვისაც თვითდასაქმების გზით შეუძლია შექმნას და განავითაროს მცირე ბიზნესი . წლევანდელი ივენთის სლოგანია „შესაძლებლობების შექმნა მიკროდაკრედიტების მიღმა“. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საფინანსო მომსახურების გარდა არასაფინანსო მომსახურებასაც სთავაზობენ საკუთარ კლიენტებს და ამით ხელს უწყობენ კლიენტების ბიზნესის განვითარებას. სწორედ ამ ორი სახის სერვისების შეთავაზების ერთობლიობა უზრუნველყოფს როგორც კლიენტების,ასევე სექტორის მდგრად განვითარებას. ძირითადად არასაფინანსო საქმიანობაში იგულისხმება : ტრენინგები არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის, ბაზრის კვლევის განხორციელება და შედეგების უფასოდ გადაცემა კლიენტებისთვის და სხვა საკონსულტაციო მომსახურება.

წერილი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი უერთდება ევროპის მიკროსაფინანსო დღის აღნიშვნას და მიკროსაფინანსო სექტორის საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით შექმნა სპეციალური ინტერაქციული საიტი, რომლის მიზანია მიკროსაფინანო ინდუსტრიის საქმიანობის არსის ახსნა მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის, რომლებიც აწარმოებენ მცირე და საშუალო ბიზნესს. ამას გარდა, საიტზე გამოქვეყნდება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა სტატიები.
მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდება PRO Bono კონსულტაციები საიტის მეშვეობით. საიტის ვიზიტორებს საშუალება გექნებათ კითხვები გამოაგზავნოთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და ბიაიჯის ექსპერტებისგან მიიღოთ კვალიფიციური პასუხები.

ვინაიდან არსებული და პოტენციური კლიენტების განათლებაზე ზრუნვა ბიაიჯის კორპორატიული პასუხისმგებლობის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამიტომ ჩვენ 2011 წლიდან ვახორციელებთ ტრენინგებს ფერმერებისთვის. ახლახანს გავწევრიანდით საქართველოს Pro Bono ქსელში. ამ ინტერაქციული საიტის შექმნა კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენს მიერ განხორციელებულ სხვა ინიციატივებთან ერთად ხელი შევუწყოთ პოტენციური და არსებული კლიენტების განათლებას და ამგვარად ვიზრუნოთ მათი ბიზნესის განვითარებაზე.

dbobokhidze
დავით ბობოხიძე მისო ბიაიჯის გენერალური დირექტორი

ორგანიზატორები

სტატიები

არასაფინანსო მომსახურება მიკროფინანსებში

მიკროსაფინანსო სექტორში საერთაშორსისო მასშტაბით არასაფინანსო მომსახურების განხორციელების 3 მოდელი არსებობს : დაკავშირებული, პარალელური და უნიფიცირებული. დაკავშირებულ მოდელში, სერვისები ხორცილედება ორი დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პირდაპირ არ ეწევა არასაფინანო მომსახურებას, არამედ იწვევს პარტნიორ ორგანიზაციას . ეს მოდელი განსაკუთრებით სასრგებლოა მაშინ, როცა კონკრეტული არასაფინანსო მომსახურების გასაწევად განსაკუთრებული ცოდნა და უნარებია საჭირო, რომელთ მოძიება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შეგნით […]

კლიენტების დაცვის მექანიზმები

საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა , რომ მცირე შემოსავლიან პირთა დაკრედიტებაში დაგროვილი პრობლემები ძირითადად გამოწვეული იყო სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებით, მომსახურე პერსონალის არასათანადო ქცევითა და ჭარბვალიანობით. ამ პრობლემებმა გამოიწვია პასუხისმგებლიანი დაფინანსების სტანდარტების საჭიროების შექმნა. საერთაშორისო დონეზე, კლიენტების დაცვის მექანიზმების შემუშავება მიმდინარეობს 3 მიმართულებით: კლიენტების დაცვა, რეგულაციები, ზედამხედველობა, რომლებიც კლიენტის მიმართ უზრუნველყოფენ სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას; ინდუსტრიის შიგნით […]

რატომ მიკროსაფინანსო მომსახურება?

მიკროსაფინანსო მომსახურება გულისხმობს ფინანსური სერვისის გაწევას მცირე შემოსავლების მქონე პირებისთვის. მისი მიზანია მცირე შემოსავლიან საოჯახო მეურნეობებს გაუწიოს მუდმივი, მაღალი ხარისხისა და ხელმისაწვდომი მომსახურება შემოსავლის მისაღებად გაწეული აქტივობების დაფინანსების გზით. მიკროსაფინანსო მომსახურება ეხმარება კლიენტებს შექმნან აქტივები და მოახდინონ რისკების დაბალანსება. ხშირ შემთხვევაში მიკროსაფინანსო მომსახურებაში გულისხმობენ მხოლოდ მიკროდაკრედიტებას, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში მიკრო-დაკრედიტებასთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კლიენტებს სთავაზობენ […]

იხილეთ ყველა სტატია

პარტნიორები & მხარდამჭერები

PRO Bono კონსულტაციები

გამოგვიგზავნეთ შეკითხვა და მიიღეთ კვალიფიციური კონსულტაცია ბიაიჯის ექსპერტებისგან საწარმოს რეგისტრაციის , ფინანსების, მენეჯმენტის, რისკების მართვის, მარკეტინგის, იურიდიულ საკითხებსა და აგრობიზნესის მართვის და სხვა თქვენთვის საინტერესო თემებზე.